7-კვირიანი ონლაინ პროგრამა · მეწარმეებისა და ფრილანსერებისთვის

Marketing
Architecture

ქაოსიდან მართვად კომერციულ სისტემამდე. ჩვენ ვპოულობთ, სად იკარგება ფული — შენ კი აშენებ სისტემას, რომელიც ამას ასწორებს.

★★★★★ 4.9 შეფასება
7 კვირა სამუშაო პროგრამა
14 დღე თანხის დაბრუნების გარანტია
ჩარიცხვა დახურულია შემოგვიერთდი waitlist-ში →

Standard: 30 ადგილი  ·  Premium: 6 ადგილი

ნაცნობად ჟღერს?

ფული მარკეტინგში მიდის,
შედეგი კი არ ჩანს?

ხშირად პრობლემა ის არ არის, რომ ცოტას აკეთებ. პრობლემა ის არის, რომ ბევრი რამ სცადე — და არასოდეს გადააქციე ერთ სისტემად.

მარკეტინგზე ხარჯავ, მაგრამ ვერ ხვდები, რა მუშაობს და რა ფუჭდება

პოსტები ქვეყნდება, რეკლამა მუშაობს — გაყიდვები კი არარეგულარული რჩება

სააგენტო ან მარკეტოლოგი მუშაობს, მაგრამ მთლიან სურათს ვერავინ ხედავს

lead-ები მოდის, მაგრამ ნახევარი გზაში იკარგება — და არ იცი, სად

უამრავი ინსტრუმენტი გამოიყენე — მაგრამ ერთიანი სისტემა მაინც არ გაქვს

ამდენი გამოცდილებითაც ვერ ხვდები, ახლა კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს

ფილოსოფია

ჯერ დიაგნოზი.
მერე მოქმედება.

ეს პროგრამა არ არის
  • სოციალური მედიის კურსი
  • რეკლამის გამართვის კურსი
  • „გახდი მარკეტოლოგი 30 დღეში“
  • „გაზარდე გაყიდვები 10-ჯერ“
  • გენერიკული ონლაინ კურსი, რომელსაც პასიურად უყურებ
  • MAS Solutions-ის დიაგნოზის ჩამნაცვლებელი
ეს პროგრამა არის
  • სამუშაო პროგრამა მეწარმეებისთვის
  • 7 კვირა — ნაბიჯ-ნაბიჯ, შენს ბიზნესსა და გამოწვევაზე
  • დავალებები, შაბლონები, ცოცხალი ჯგუფური Q&A სესიები
  • ბოლოს — სრული, მომუშავე მარკეტინგული სისტემა
  • შენი კომერციული სისტემა ერთ სტრატეგიაში დანახული
  • მარტივი ყოველკვირეული კონტროლის ჩარჩო

7-კვირიანი სტრუქტურა

ყოველ კვირას — ერთი პროცესი გასწორებული.
ბოლოს — ერთი მართვადი სისტემა.

კვირა 01
დიაგნოზი

იპოვე, სად იკარგება შედეგი და რა აკლია შენს მარკეტინგულ სისტემას

კვირა 02
აუდიტორია

ვის ელაპარაკები, რა აღელვებთ, რატომ იღებენ გადაწყვეტილებას

კვირა 03
შეთავაზება

ააწყვე ისეთი მკაფიო შეთავაზება, რომ მყისვე გაიგონ, რას იღებენ და რატომ უნდა იმოქმედონ

კვირა 04
ნდობა

დაადგინე, რა ქმნის ნდობას: მტკიცებულება, შეფასებები, მაგალითები, გამოცდილება

კვირა 05
კოპირაიტინგი

ისწავლე ისეთი ტექსტის წერა, რომელიც აკონვერტირებს

კვირა 06
გაყიდვის გზა

აირჩიე ერთი გზა — როგორ გადადის ადამიანი ინტერესიდან მოქმედებამდე

კვირა 07
კონტროლი და გაშვება

ააწყვე მარტივი კონტროლის სისტემა: რა გაზომო, როგორ წაიკითხო შედეგი, რა შეცვალო

რას იღებ

პროგრამის ბოლოს
გექნება 5 კონკრეტული ინსტრუმენტი

01

მარკეტინგის სამუშაო რუკა

შენი ბიზნესის სრული მარკეტინგული ლოგიკა ერთ მარტივ სტრატეგიაში — ვის ელაპარაკები, რას სთავაზობ, სად იკარგება შედეგი

02

ერთი გაყიდვის გზა

როგორ გადადის ადამიანი პირველი ინტერესიდან მოქმედებამდე — ხედავს, ინტერესდება, გწერს, პასუხს იღებს, ყიდულობს, ბრუნდება

03

კონვერსიის მასალები

შეთავაზების ტექსტი, რეკლამის ფრაზები, ვებინარის სტრუქტურა ან სხვა მასალა — შენს ბიზნესსა და პროდუქტზე მორგებული

04

ყოველკვირეული კონტროლის ჩარჩო

მარტივი განრიგი — რა შეამოწმო ყოველ კვირას, სად სჭირდება ცვლილება, სად ჩნდება პრობლემა

05

მარკეტინგის ჩეკლისტი

სია, რომელიც აჩვენებს, რა მუშაობს, რა აკლია, რა უნდა მოხდეს კამპანიის გაშვებამდე

ფასები და პაკეტები

აირჩიე სწორი ფორმატი

ეს არ არის მასობრივი ონლაინ კურსი. პირველი ნაკადი შეზღუდულია, რადგან პროგრამა რეალურ ბიზნესზე მუშაობას მოითხოვს.

Standard ადგილი
$330

ვისთვის: მარკეტინგის სამუშაო სისტემის დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად ასაშენებლად

  • 7-კვირიანი სამუშაო პროგრამა
  • ყველა სესიის ჩანაწერი
  • სამუშაო გეგმები და შაბლონები
  • მარკეტინგის სამუშაო სისტემა
  • ერთი გაყიდვის გზა / ვორონკა
  • კონვერსიის მასალები
  • ყოველკვირეული კონტროლის ჩარჩო
  • გაშვების გეგმა
  • ცოცხალი ჯგუფური Q&A სესიები
შემოგვიერთდი waitlist-ში →
Business / გუნდი
ინდივიდუალური

ვისთვის: ერთი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი — ფორმატი განიხილება ინდივიდუალურად

  • კომპანიაზე მორგებული ფორმატი
  • ყველაფერი Premium ადგილში
  • გუნდური სამუშაო სესიები
  • სპეციალური პირობები 2+ ადამიანისთვის
შემოგვიერთდი waitlist-ში →

პროცესი

3 ნაბიჯი დასაწყებად

01

შეავსე მოკლე ფორმა

მოგვიყევი შენი ბიზნესის, გამოწვევისა და სასურველი პაკეტის შესახებ. 2 წუთი.

02

15-წუთიანი კონსულტაცია

ვამოწმებთ, შენი შემთხვევისთვის ეს პროგრამა სწორი ფორმატია თუ არა. კონსულტაცია უფასო რჩევის სესია არ არის.

03

დადასტურება → პროგრამა

დადასტურების შემდეგ იხდი და იწყებ. ყველა სესია, მასალა და Q&A ხელმისაწვდომი ხდება.

„ზარის მიზანი უფასო კონსულტაცია არ არის. მისი მიზანია გავარკვიოთ, შენი შემთხვევისთვის ეს პროგრამა სწორი ფორმატია თუ არა.“

გარანტია

🛡️

14-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია

თუ პირველი 14 დღის დავალებებს შეასრულებ და მაინც ვერ დაინახავ, სად არის შენი მთავარი მარკეტინგული ან კომერციული გაურკვევლობა — თანხას დაგიბრუნებთ.

ეს პროგრამა გაყიდვების ზრდას არ გპირდება. ის გპირდება პროცესს — სისტემის პოვნას, მარკეტინგული bottleneck-ის დადგენას და შემდეგი ნაბიჯების ცოდნას, ვარაუდის ნაცვლად.

* გარანტია მოქმედებს ჩარიცხვიდან პირველი 14 კალენდარული დღის განმავლობაში, შესრულებული დავალებების დადასტურებით.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

არა. ეს არ არის ზედაპირული ვიდეოები ან „როცა მოგინდება ნახე“ ტიპის კურსი. ეს ცოცხალი პროგრამაა, სადაც რეალურ ბიზნესზე მუშაობ, ავსებ სამუშაო ფურცლებს, იყენებ შაბლონებს და ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებ მარკეტინგის სამუშაო სისტემას.
არა. პროგრამა ტექნიკურად დატვირთული არ არის. მთავარია მარკეტინგი დაინახო როგორც სისტემა — ვის ელაპარაკები, რას სთავაზობ, სად ქრება პოტენციური კლიენტი, რა უნდა აკონტროლო. ტექნიკურ ნაწილებში დახმარებას მიიღებ.
ამას 15-წუთიანი კონსულტაცია დაადგენს. შესაბამისობა ყველაზე ძლიერია, როცა გაქვს რეალური ბიზნესი, სერვისი, პროდუქტი ან შეთავაზება, რომელზეც მუშაობ — და საკმარისი მოტივაცია ბიზნეს-პრობლემების გადასაჭრელად.
თუ გყავს მარკეტოლოგი, სააგენტო ან ფრილანსერი, ეს პროგრამა მით უფრო მნიშვნელოვანია. უფრო მკაფიოდ დაინახავ, რა ჰკითხო შენს გუნდს, როგორ წაიკითხო შედეგი და როგორ შეინარჩუნო პროცესის კონტროლი.
მარკეტინგული სისტემა ერთ დღეში არ შენდება — ეს გამოცდილებიდან იცი. პროგრამა მოკლე ნაბიჯებადაა დაყოფილი. ყოველი კვირა ერთ პროცესს ასწორებს, ბოლოს კი ერთიანი სამუშაო გეგმა გაქვს.
გაყიდვების ზრდა გარანტირებული არ არის. გაყიდვა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ ახალ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ ცოდნას. მაგრამ პროგრამის შემდეგ გეცოდინება, სად იკარგება ფული, სად ფუჭდება მარკეტინგი და შემდეგ ნაბიჯებს ცოდნაზე დაყრდნობით დაგეგმავ, ვარაუდის ნაცვლად.
თუ გინდა თავად ისწავლო და სისტემა დამოუკიდებლად ააშენო — ეს პროგრამა. თუ გინდა, რომ პროფესიონალებმა გააანალიზონ შენი ბიზნესი, ჩაატარონ სრული დიაგნოზი, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზი და მოგცენ კომერციული გადაწყვეტა — MAS Solutions. ეს ორი სხვადასხვა ფორმატია.

ჩარიცხვა მალე იხსნება

შემდეგი ნაკადი
მზადდება.

დატოვე სახელი და მეილი — პირველი შეიტყობ, როცა ჩარიცხვა გაიხსნება, და მიიღებ პრიორიტეტულ წვდომას.

შემოგვიერთდი waitlist-ში →

სპამის გარეშე. ერთი მეილი, როცა ჩარიცხვა გაიხსნება.