ღონისძიების დეტალები
MARKETING
ARCHITECT STUDIO
Book Presentation · 2026დასწრების დადასტურება

პერსონალური მოსაწვევი

Marketingisn’tworking

Book Presentation

დავით ჩქოტუა — მარკეტინგი არ მუშაობს. წიგნის წინა ყდა.

სტუმრების მიღება 19:30-ზე · ღონისძიების დასაწყისი 20:00-ზე

ფაბრიკა

ეგნატე ნინოშვილის №8 · თბილისი

“მარკეტინგი არ მუშაობს” - ფრაზა, რომელიც გსმენია შენს კომპანიაში ან ბიზნესში, რომელშიც მუშაობ.

შეიძლება, შენც კი გითქვამს. ამ ფრაზის უკან ბევრი კითხვის ნიშანი, იმედგაცრუება, შიში და რაც მთავარია - ადამიანი დგას.

ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებთ ამ ღონისძიებაზე. 150-მდე ბიზნეს ოუნერი და მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები სხვადასხვა რაკურსით შევაფასებთ მარკეტინგში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებზე და პერსპექტივებზე. ამავე საღამოს წარვადგენ ჩემს წიგნს - „მარკეტინგი არ მუშაობს“, რომელიც “ლურჯ ოკეანესთან” თანამშრომლობით გამოიცა.

გამიხარდება, თუ შემოგვიერთდები.დავით ჩქოტუა

მაინტერესებს მეტი დეტალი

რატომ ღირს მოსვლა

  • ახალი ხედვა და რეალური გამოცდილება

    მოისმინე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების პრაქტიკული გამოსვლები და დისკუსიები მარკეტინგის გამოწვევებზე.

  • ღირებული კავშირები

    გაიცანი ადამიანები, რომლებიც ქართულ მარკეტინგს ავითარებენ.

  • წიგნის პრეზენტაცია

    დაესწარი „მარკეტინგი არ მუშაობს“-ის პირველ საჯარო წარდგენას.

ღონისძიების პროგრამა

19:3027 ოქტომბერი, 2026
ფაბრიკა · თბილისი
  1. Welcome drink / Networking.
  2. დავით ჩქოტუა: მისალმება და წიგნის წარდგენა.
  3. თამთა ჯაფარაშვილი, წიგნის წინასიტყვაობის ავტორი და გამომცემლობა „Nova“-ს დამფუძნებელი: „რაზე ვლაპარაკობთ, როცა მარკეტინგზე ვლაპარაკობთ ხოლმე“.
  4. ელე ბიბილეიშვილი, „Hapttic“-ის დამფუძნებელი: „ხმაური vs თანამედროვე ტექნოლოგიები“.
  5. გიგი კურტანიძე, „AdMagica“-ს დამფუძნებელი: „AI გვინდა vs რეალური გამოყენება მარკეტინგში“.
  6. მარი დემურაშვილი, „Piplia“-ს დამფუძნებელი: „კაი მარკეტერს ხომ არ იცნობ?“
  7. პანელური დისკუსია „რატომ არ მუშაობს მარკეტინგი?“

    მონაწილეები: ნინო ენუქიძე (BTU-ის რექტორი), შოთა ჩინჩალაძე (ბრენდის სტრატეგი, წიგნის ავტორი), კოკა ქამუშაძე (Playmakers-ის დამფუძნებელი), ელენკა კოხრეიძე (Tegeta Holding - მარკეტინგის მთავარი ოფიცერი).

  8. დავით ჩქოტუა: ღონისძიების დახურვა, მადლობა გულშემატკივრებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, შეავსე ფორმა

შენი პასუხი შეინახება და ელფოსტით დადასტურებას მიიღებ. წიგნების მხარდაჭერისა და დისკუსიის კითხვაზე პასუხის გაცემა არასავალდებულოა.

ინფორმაცია მონაცემების შესახებ

შენს მონაცემებს ვიყენებთ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ შენი პასუხის დასაფიქსირებლად, საორგანიზაციო ინფორმაციისა და შეხსენებების გამოსაგზავნად. თუ კორპორაციული წიგნების შეძენის სურვილს მონიშნავ, შენს საკონტაქტო მონაცემებს ამ შეკვეთის დასამუშავებლად გამომცემლობის კორპორაციული გაყიდვების გუნდს გადავცემთ. სამომავლო სიახლეებს მხოლოდ ცალკე თანხმობის შემთხვევაში მიიღებ. ქომიუნითის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ შესაბამისი სურვილის მონიშვნის შემთხვევაში გამოგიგზავნით. ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო პასუხი ან გააუქმო დასწრება.